вторник, 18 июля 2017 г.


დღე მეცხრე
 
პირველ რიგში გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ პროექტის სრულყოფაზე. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევაფასეთ და ჩვენთვის საჭირო საპრეზენტაციო უნარები შევიძინეთ. დავრწმუნდი, რომ ძირითადად ყველამ სერიოზულად იმუშავა და კარგი შედეგი დადო. განსაკუთრებით რამდენიმე პროექტი მომეწონა. ციცინო ჯაბახიძემ, ლია ჯანაშიამ, ლილე გელაშვილმა, კახა შარაშენიძემ
საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინეს ნამუშევრები.
   მიმაჩნია,რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა,რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий