вторник, 18 июля 2017 г.


დღე მეცხრე
 
პირველ რიგში გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. ვიმუშავეთ პროექტის სრულყოფაზე. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები, შევაფასეთ და ჩვენთვის საჭირო საპრეზენტაციო უნარები შევიძინეთ. დავრწმუნდი, რომ ძირითადად ყველამ სერიოზულად იმუშავა და კარგი შედეგი დადო. განსაკუთრებით რამდენიმე პროექტი მომეწონა. ციცინო ჯაბახიძემ, ლია ჯანაშიამ, ლილე გელაშვილმა, კახა შარაშენიძემ
საინტერესოდ და დამაჯერებლად წარმოადგინეს ნამუშევრები.
   მიმაჩნია,რომ ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა,რისთვისაც უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მანანა კვინიკაძეს.

четверг, 13 июля 2017 г.


დღე მეშვიდე
 
გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირების მეექვსე მოდულს. მოგვეწონა დიფერენცირების კითხვარი. გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით კითხვარი მოსწავლეთა დიფერენცირებისთვის. გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს. მოგვეწონა ხარაჩოების შექმნის პროცესი. გვერდების ბლოგზე შევქმენით და  ავტვირთეთ პორტფოლიო.

вторник, 11 июля 2017 г.

დღე მეექვსე 11 ივლისი

დღეს მოსწავლის ნაშრომისთვის შევქმენით შეფასების რუბრიკა,რომელიც
შეიქმნა მიზნებიდან გამომდინარე. შევისწავლეთ გაზიარება და კომენტარის სხვის
ნაშრომზე. თემა ძალინ აქტუალური იყო. ბევრი ახალი პროცედურა შევისწავლეთ.

понедельник, 10 июля 2017 г.

დღე მეხუთე

მორიგ მეცადინეობაზე ჩავდექით მოსწავლის როლში და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. გავითვალისწინეთ მიზნიდან გამომდინარე აქტივობები. გავეცანი საავტორო უფლებების შესახებ დოკუმენტაციას. შევქმენიტ ციტირებული დოკუმენტი.ასევე მიიღეტ დავალება,რომ სახლში დავასრულოთ მოსწავლის ნაშრომი.აქტივობები ისე უნდა იყოს შერჩეული ,რომ მიზანს ამართლებდეს

вторник, 4 июля 2017 г.

გავეცანი მეორე მოდულის მესამე აქტივობას. გავეცანით შეფასების ხუთ მიზანს და თითოეული მიზნისთვის ავირჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ვისწავლე ბლოგებზე კომენტარის გაკეთება და შევქმენით ვიცი-მინდავიცოდე-ვისწავლე მოსწავლეთა საწიროებების შეფასებები. ძალიან დატვირთული დღე იყო.